|
2018-12-27 14:49:28, 1630 ნახვა
კომენტარი
გია ვოლსკი პარლამენტის თბილისში გადატანაზე - ქუთაისს ვტოვებთ საკმაოდ მძლავრი ფესვებით
„ჩვენს საყვარელ ქალაქში ვიცხოვრეთ გარკვეული პერიოდი და ამ ქალაქს ვტოვებთ საკმაოდ მძლავრი ფესვებით“, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ საკანონმდებლო ორგანოს ქუთაისიდან თბილისში გადატანაზე საუბრისას განაცხადა. იგი „ევროპული საქართველოს“ წევრის, სერგო რატიანის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ პარლამენტის თბილისში გადატანა უკან გადადგმული ნაბიჯი და ბერია-სტალინის არქიტექტურაში დაბრუნებაა. „ქუთაისი არის სატრანსპორტო ცენტრი, იქნება განათლების ცენტრი და ამ შენობას გამოუჩნდება ღირსეული პატრონი, რომელიც არ მიატოვებს. მთავარია, რომ ადგილზე გაცილებით უფრო ინტენსიურად და სწრაფად იმუშავოს სტრუქტურებმა. ბერია და სტალინის მოხსენიება და იმ შენობასთან დაკავშირებით, არის ერთ-ერთი ფანდი, რომელსაც ახალი „ნაციონალური მოძრაობა“ მიმართავს. ეს ქალაქი იქნება არა მარტო საქართველოსთვის, არამედ რეგიონისთვის, მსოფლიოსთვის მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო, სატრანსპორტო ცენტრი. ეს შენობა იქნება იმ პატრონის ხელში, რომელიც არამარტო მიხედავს, არამედ გარკვეულ პრინციპებს გააძლიერებს მთელი იმერეთის მხარეს. ეს გადაწყვეტილება უსწრებდა წინ იმ გადაწყვეტილებას, რასაც ჰქვია წასვლა თბილისში, სადაც ყოველდღე უნდა მოვიდეს მთავრობის წევრი, ყოველდღე უნდა იყოს შეხვედრები უცხოურ მისიებთან და დელეგაციებთან. ამაშია საქმე და გადაწყვეტილებაც ამის საფუძველზე იქნა მიღებული“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)