08:39 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-25 12:59:43, 537 ნახვა

რეგიონი
წილკანში სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის გამოფენა გაიმართა

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წილკნის სადემონსტრაციო ბაზაზე ფერმერებთან შეხვედრა გაიმართა.

მათ აგროსაინჟინრო კვლევის სამსახურის მიერ 2015-2018 წლებში შემუშავებული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ნიმუშები გააცნეს.

ტექნიკის გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ხეხილის საბერტყ-შემგროვებელი მანქანები, ჩაის მოვლა-მოყვანის კომბინირებული მანქანა, ნიადაგდამამუშავებელი ფარცხი და ფრიზი, კომბინირებული საკვების დასამზადებელი წისქვილი და ამრევი დანადგარი.

შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინიტრის მოადგილე იური ნოზაძე, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე, მანქანათა მექანიკის ინსტიტუტის დირექტორი თამაზ ნატრიაშვილი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის, შპს მექანიზატორის, სოფლის მეურნეობის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის, საქართველოს ტექნიკური და აგრარული უნივერსიტეტების წარმომადგენლები და დარგის სპეციალისტები ესწრებოდნენ.

ტექნიკის გამოფენის პარალელურად აგროსაინჟინრო კვლევის სამსახურის წარმომადგენლებმა მოხსენებები გააკეთეს. მათ 4 წლის განმავლობაში შესრულებული პროექტები შეაჯამეს, სამომავლო გეგმებსა და მექანიზაციაში არსებულ პრობლემურ საკითხებზე ისაუბრეს.  2019 წელს კი ჩაის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, ჩაის ტექნიკის განვითარებაზე იმუშავებენ - გათვალისწინებულია ჩაის პლანტაციებში სამუშაოდ მობილური ტექნიკის შექმნა.

აღსანიშნავია, რომ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის აგროსაინჟინრო კვლევის სამსახურმა 2018 წელს ბელარუსის კომბაინების პროექტირების სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრთან „გომსელმაში“ ერთად კარტოფილის ამომღებ-დამტვირთავი ნახევრადმისაბმელიანი მანქანა შექმნა, რომელიც საქართველოს ნიადაგურ-კლიმატურ პირობებთან არის ადაპტირებული.  2019 წლისთვის აღნიშნული ტექნიკის გასაუმჯობესებლად ტექნიკური სამუშაოების ჩატარება არის დაგეგმილი.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics