13:53 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-19 16:07:53, 755 ნახვა

რეგიონი
ქვემო ქართლში ფერმერებს კონსულტაციები გაეწიათ

წალკის, თეთრიწყაროს, დმანისის, ბოლნისის, მარნეულის და გარდაბანის 16 სოფლის მცხოვრებლებს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის და სოფლის მეურნეობის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის წარმომადგენლებმა ადგილზე კონსულტაციები გაუწიეს.

ფერმერებს კარტოფილის მოვლა-მოყვანის, მსხვილფეხა პირუტყვის მოვლის და ვეტერინარიის, ფუტკრის ოჯახების მოვლა-მოშენების და მცენარეთა დაცვის მიმართულებით სპეციალისტებმა ინფორმაცია მიაწოდეს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ერთობლივი პროექტი „მობილური ექსტენცია“ 2016 წლიდან ხორციელდება. მისი მიზანი ფერმერების მხარდაჭერა, მათთვის ადგილზე კონსულტაციების გაწევა და აგრარულ დარგში სახელმწიფო პროგრამების გაცნობაა.

2018 წელს სპეციალისტებმა შეხვედრები მთელი საქართველოს მასშტაბით 150 სოფელში გამართეს, სადაც 7500-მდე ფერმერს კონსულტაცია გაუწიეს. 

 

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მარგუს ცაჰკნა - ძალიან ვწუხვარ, რომ ქართული რეჟიმი აბსოლუტურად სხვა გზას მიჰყვება, არა ევროკავშირისკენ გზას
16-17 ივნისს თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 18 ივნისს გაწვიმდება
რუსული ავიაკომპანია Red Wings ბათუმისკენ ფრენებს კიდევ 6 ქალაქიდან შეასრულებს
თენგიზ შარმანაშვილი პოლიციელების მხრიდან ძალადობაზე - კიდევ მოხდება ხვალაც, ზეგაც
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics