|
2018-12-17 15:54:35, 1319 ნახვა
კომენტარი
ბაქრაძე: ჩვენი ამოცანაა ხელისუფლება „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას“ სერიოზულად მიუდგეს
„ევროპულმა საქართველომ“ პირობა მისცა არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს, რომ საერთაშორისო მასშტაბით მიწას დავწვავდით მკვლელების ფეხქვეშ, ვინც თავს უფლებას აძლევს, მოიტაცოს და აწამოს ჩვენი მშვიდობიანი მოსახლეობა , - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი დავით ბაქრაძე აცხადებს. როგორც ბარაძემ აღნიშნა, „ევროპულმა საქართველომ” ერთ წელიწადში მიაღწია, რომ სია მხარდაჭერილია. „ძალიან მნიშვნელოვანია მთლიანი რეზოლუცია და განსაკუთრებით გამოვყოფდი „ოთხოზორია - ტატუნაშვილის სიის“ მხარდაჭერას. ჩვენ ერთ წელიწადში მივაღწიეთ იმას, რომ სია მხარდაჭერილია შეერთებული შტატების და ევროპარლამენტის მხრიდანაც და ეს არის სწორედ ის პირობა, რომელიც „ევროპულმა საქართველომ“ მივეცით არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს, მივეცით ქართულ საზოგადოებას, რომ მიწას დავწვავდით საერთაშორისო მასშტაბით, მიწას დავწვავდით მკვლელების ფეხქვეშ, იმ ადამიანების ფეხქვეშ ვინც თავს უფლებას აძლევს, მოიტაცოს და აწამოს ჩვენი მშვიდობიანი მოსახლეობა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ახლა ჩვენი ამოცანაა, საქართველოს ხელისუფლება მიუდგეს სერიოზულად „ოთხოზორია - ტატუნაშვილის სიას“ და ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ ამ სიაში მართლაც იყოს იმ ადამიანების სახელები და გვარები, ვისაც მონაწილეობა აქვს მიღებული ქართველი მშვიდობიანი მოსახლეობის მოტაცებაში, წამებასა და მკვლელობაში“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)