|
2018-12-16 17:10:12, 1353 ნახვა
კომენტარი
კობახიძე: კონსტიტუციის ახალი რედაქციის პირობებში რაიმე ტიპის ავტოკრატიის ჩამოყალიბება შეუძლებელი იქნება
„საქართველოში ამოქმედდა კონსტიტუციის ახალი რედაქცია, რომლის პირობებშიც შეუძლებელი იქნება რაიმე ტიპის ავტოკრატიის ჩამოყალიბება ჩვენს ქვეყანაში",- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ თელავში განაცხადა, სადაც საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციას ესწრება. ირაკლი კობახიძემ ხაზასმით აღნიშნა, რომ კონსტიტუციის ახალ რედაქციით შემოღებულია აბსოლუტურად დახვეწილი საპარლამენტო მმართველობის სისტემა და ქვეყანა საბოლოოდ გადადის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე. „ჩვენ შემოვიღეთ აბსოლუტურად დახვეწილი საპარლამენტო მმართველობის სისტემა. ჩვენ ასევე საბოლოოდ გადავდივართ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე, ძლიერდება პარლამენტი ამ სისტემაში, ძლიერდება ოპოზიცია, იზრდება სასამართლოს დამოუკიდებლობის გარანტიები, ადამიანის უფლებების დაცვის გარანტიები. ეს არის ძალიან მცირე ჩამონათვალი იმ მიღწევებისა, რომელიც არის დაკავშირებული საკონსტიტუციო რეფორმასთან და ეს არის ნამდვილად მისალოცი ამბავი",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)