11:04 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-13 15:02:35, 2970 ნახვა

მსოფლიო
კარასინი: ვიმედოვნებდით, რომ არჩევნების შემდეგ თბილისის მტრული რიტორიკა შემცირდებოდა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის შეფასებით, ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის გარშემო არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, საქართველოს მტრული რიტორიკა არ შეცვლილა.

როგორც კარასინმა ჟენევის მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ განაცხადა, 

„საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა. ვიმედოვნებდით, რომ ამის შემდეგ თბილისის მტრული რიტორიკა შემცირდებოდა. პირდაპირ ვიტყვი, ეს იმედები სრულებით არ გამართლდა. საქართველოს ახალი წარმომადგენელი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ლაშა დარსალია კვლავინდებურად აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის არაღიარების, რუსეთის ოკუპაციასა და 2008 წლის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების თითქოსდა შეუსრულებლობაში დადანაშაულების პრინციპებზე დგას“, – განაცხადა გრიგორი კარასინმა.

კარასინის თქმით, ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთი ოსეთის დელეგაციებს მოუწიათ შეეხსენებინათ ოფიციალური თბილისისთვის იმ ცვლილებების შესახებ, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე გასული 10 წლის განმავლობაში განხორციელდა.

"აზრთა სხვადასხვაობა იყო და ისევ ვერ მოხერხდა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღება", - აღნიშნა კარასინმა და დასძინა, რომ შემდეგი შეხვედრა 2019 წლის მარტში შედგება. 

გარდა ამისა, კარასინმა განაცხადა, რომ შეხვედრის ყველა მონაწილე, საქართველოს გარდა, შეთანხმდა იმაზე, რომ ე.წ. საზღვრის მიმდებარედ სიტუაცია სტაბილურია. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი - ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში
ცაჰალის ცნობით, მოკლეს ჰამასის მეთაური აბუ მუსტაფა, რომელიც 7 ოქტომბრის თავდასხმასთან იყო დაკავშირებული
ვაშინგტონმა და თეირანმა გადაწყვიტეს ჰორმუზის სრუტის გავლით უსაფრთხო გადაადგილების მექანიზმის შემუშავება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics