|
2018-12-13 13:44:37, 1506 ნახვა
კომენტარი
პრეზიდენტი საჯარო მოხელის შესახებ კანონის ცვლილებაზე: სახელმწიფო ინსტიტუტების დეგრადაცია ვის მოსდის თავში არ ვიცი
სახელმწიფო ინსტიტუტების დეგრადაცია ვის მოსდის თავში არ ვიცი, - ასე გამოეხმაურა საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საჯარო მოხელის შესახებ კანონში შესატან ცვლილებას, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლები საჯარო მოხელის სტატუსს აღარ მიიღებენ. მარგველაშვილმა ამ ცვლილებას ინკვიზიციური აქტი უწოდა და აღნიშნა, რომ ეს პირდაპირ შეიძლება იქნას აღქმული, როგორც პრეზიდენტის ინსტიტუტის დაკნინების მცდელობა. "90-ინებში გავდიოდით ასეთ თემებს საჯარო მოხელეზე - რომელი ითვლება საჯარო მოხელედ და რომელია ჩართული პოლიტიკურ პროცესში. მაგალითად ჩემს მრჩეველეს მე კონსულტაციის გარეშე ვნიშნავ. მაგრამ ჩვენ გვყავს საჯარო მოხელეები, რომლებიც ზვიად გამსახურდიას დროიდან მუშაობენ ადმინისტრაციაში. ერთ-ერთი სამაგლითო ხალხია და უცებ ამ ხალხს იმის მაგივრად, რომ მადლობა ვუთხრათ ასეთი კვალიფიციური ინსტიტუტის შექმნისთვის, შევქმენით დამსჯელობითი, ინკვიზიციური აქტი მათ წინააღმდეგ", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)