02:21 - 21 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-11 12:54:19, 1450 ნახვა

კომენტარი
კალაძე - აშშ-ის ელჩად ბრიჯიტ ბრინკის კანდიდატურის დაბლოკვის შესახებ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის პოსტზე ბრიჯიტ ბრინკის კანდიდატურის დაბლოკვის შესახებ ინფორმაცია, სიმართლეს არ შეესაბამება.

„ეს არ არის სწორი ინფორმაცია. ამასთან დაკავშირებით ჭორები რამდენიმე კვირის წინაც ვრცელდებოდა და შესაბამისი პასუხი იქნა გაცემული. სიმართლეს არ შეესაბამება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, Foreign Policy-მა სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნული, რომ საქართველოს მთავრობამ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის თანამდებობაზე ბრიჯიტ ბრინკის კანდიდატურა დაბლოკა. გამოცემის ჟურნალისტები რობი გრამერი და ემი მაკინნონი ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერენ, ამის მიზეზი საქართველოს მთავრობაში რამდენიმე პირის პოზიცია გახდა, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ბრინკი ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ კეთილგანწყობილი ფიგურაა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics