07:29 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-07 19:08:15, 1015 ნახვა

რეგიონი
ბათუმში სამშენებლო მასალებისა და ტექნოლოგიების მე–8 საერთაშორისო გამოფენა გაიხსნა

ბათუმში სამშენებლო მასალების, ტექნოლოგიებისა და უძრავი ქონების მე–8 საერთაშორისო გამოფენა „BATUMI BUILD 2018" გაიხსნა.

გამოფენა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ, აჭარის ჯანდაცვის მინისტრ ზაალ მიქელაძესთან და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილეებთან ერთად დაათვალიერა. ,,BATUMI BUILD-2018''-ზე ახალი ტექნოლოგიები, სამშენებლო მასალები, აღჭურვილობა, დანადგარები, ინტერიერისა და ექსტერიერის დიზაინია წარმოდგენილი.

,,ბათუმში სამშენებლო მასალების და ტექნოლოგიების მე-8 საერთაშორისო გამოფენა გაიხსნა, რომელშიც 5 ქვეყნის 60-მდე კომპანია მონაწილეობს. გავეცანი მათ მიერ წარმოდგენილ პროდუქციას და კომპანიების სამომავლო გეგმებს. მსგავსი თემატიკის გამოფენები ხელს უწყობს მშენებლობის სფეროს განვითარებას და რეგიონის ცნობადობის გაზრდას“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

ღონისძიება კომპანია "GEONET EXPO''-ს ორგანზიებით იმართება. გამოფენა სამ დღეს გაგრძელდება და 9 დეკემბერს ოფიციალურად დაიხურება.  

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics