|
2018-11-30 12:40:33, 1696 ნახვა
კომენტარი
კალაძე ოპოზიციის დაანონსებულ აქციაზე: თუ იქნება რამე კანონსაწინააღმდეგო, რეაგირება იქნება შესაბამისი
„ეს არის დამარცხებული გუნდი, მოსახლეობამ კიდევ ერთხელ უთხრა არა - ძალადობას, კიდევ ერთხელ უთხრა არა ბოროტებასა და სიძულვილს,“ - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. "ქართული ოცნების" გენერალური მდივანი გაერთიანებული ოპოზიციის მოთხოვნას ვადამდელი საპარლამეტო არჩევნების დანიშნვასთან დაკავშირებით კრიტიკულად აფასებს. როგორც კალაძემ აღნიშნა, თუ რაიმე სახის კანონდარღვევა დაფიქსირდება კვირას, ოპოზიციის მიერ დაანონსებული აქციის დროს, ხელისუფლებას სათანადო რეაგირება ექნება. „არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ ქვეყნის დაბრუნება წარსულში. უნდა ვიფიქროთ თუ როგორი საქართველო გვინდა, როგორ უნდა გავუკმლავდეთ გამოწვევებს, რომელიც აწუხებს ქვეყნის მოსახლეობას, მე როგორც დედაქალაქის მერმა რა უნდა გავაკეთო იმისთვის, რომ თბილისი უკეთესი იყოს, უფრო მეტი პროექტი განვახორციელოთ. საერთოდ არ არის საინტერესო კრიმინალი სააკაშვილის განცხადებები. მათ დესტაბილიზაციის მცდელობა ჰქონდათ. მათ თავისუფლების გამოხატვაში არავინ არ ზღუდავს, თუმცა, ყველაფერი უნდა მოხდეს კანონის ფარგლებში. თუ იქნება რაიმე გადაცდომა და რაიმე კანონსაწინააღმდეგო, შესაბამისად, იქნება რეაგირებაც“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)