|
2018-11-29 01:25:08, 1720 ნახვა
კომენტარი
გრიგოლ ვაშაძე - გადავწყვიტეთ, ჩვენი გეგმების შესახებ აზრი ვკითხოთ ხალხს - ხვალ 18:00 საათზე ფილარმონიაში ვიკრიბებით
„ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ვკითხოთ აზრი ჩვენს მხარდამჭერებს ჩვენი გეგმების შესახებ და ამისათვის ხვალ, საღამოს 6 საათზე გვექნება შეხვედრა ფილარმონიაში“, - ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. ვაშაძემ მხარდამჭერებს დაანონსებული შეხვედრის დასწრებისკენ მოუწოდა. „იმ ძალადობის ფონზე, რა ფონზეც ჩაიარა საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურმა, არ ვიცი ამას საერთოდ თუ შეიძლება ვუწოდო არჩევნები. ჩვენ უკვე ვთქვით, რომ ველოდებით საბოლოო შედეგებს, რომელიც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უნდა მოგვაწოდოს და დარწმუნებული იყავით, რომ ყველა ხმას დავიცავთ. სახიფათო ინციდენტები გრძელდება ლაგოდეხში სროლა იყო, მარნეულში ამ წუთებში ძალიან დაძაბული ვითარება არის. არ გაჩერებულა ჩვენი ქოლ-ცენტრი, რომელიც შემოდის ჩვენი მხარდამჭერებისგან, იმ ხალხისგან რომელიც კბილებით იბრძოდა, რომ ამ არჩევნებში ჩვენი ხმები დაეცვა და დარწმუნებული იყავით, რომ დავიცავთ. ამიტომ, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება რომ ვკითხოთ აზრი ჩვენს მხარდამჭერებს ჩვენი გეგმების შესახებ და ამისათვის ხვალ , საღამოს 6 საათზე ჩვენ გვექნება შეხვედრა ფილარმონიაში. მინდა, რომ ყველამ ყურადღებით მოისმინოს, ვისთვისაც გაერთიანებული ოპოზიცია წარმოადგენს მათი პოლიტიკური და იდეოლოგიური აზრების გამომხატველს და ძალიან გთხოვთ ხვალ მობრძანდეთ, იმიტომ რომ თქვენი აზრი ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი. გვინდა თქვენ ჩვენი გეგმები შეაფასოთ და ამ გეგმებზე თანხმობა მოგვცეთ“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)