|
2018-11-26 20:10:14, 1846 ნახვა
კომენტარი
პასკალ მენიე: ყურადღებით ვაკვირდებით მოვლენებს - იმედია, საარჩევნო პროცესი გამჭვირვალე და სამართლიანი იქნება
საფრანგეთის ელჩი საქართველოში პასკალ მენიე იმედოვნებს, რომ ქვეყანაში საარჩევნო პროცესი გამჭვირვალედ და სამართლიანად წარიმართება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა. „ყურადღებით ვაკვირდებით საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. იმედი მაქვს, შენარჩუნდება სტაბილურობა, სიმშვიდე და პროცესი იქნება გამჭვირვალე და სამართლიანი. ორი კანდიდატია და არჩევანი ამომრჩეველმა უნდა გააკეთოს“, – განაცხადა ფასკალ მენიემ. ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრის მთავარი თემა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იყო. შეგახსენებთ, საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ოქტომბერს გაიმართება. მეორე ტურში გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე და „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი იღებენ მონაწილეობას.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)