|
2018-11-26 12:47:43, 1985 ნახვა
მსოფლიო
ნატო და ევროკავშირი რუსეთსა და უკრაინას ვითარების დეესკალაციისკენ მოუწოდებენ
ნატო რუსეთსა და უკრაინას ვითარების დეესკალაციისკენ მოუწოდებს, - ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ოანა ლუნგესკუმ განაცხადა. როგორც ლუნგესკამ განმარტა, ნატო ყურადღებით აკვირდება აზოვის ზღვასა და ქერჩის სრუტეში მოვლენების განვითარებას. "ჩვენ კავშირში ვართ უკრაინის ხელისუფლებასთან. ვითარების დეესკალაციისკენ მოვუწოდებთ მხარეებს. ნატო სრულად უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, მათ შორის სანაოსნო უფლებებს მის ტერიტორიულ წყლებში. რუსეთს მოვუწოდებთ უზრუნველყოს შეუფერხებელი წვდომა უკრაინულ პორტებზე აზოვის ზღვაში საერთაშორისო სამართლის შესაბამისად. ნატო- ბრიუსელის სამიტზე ნატო-ს წევრი ქვეყნების ლიდერებმა მკაფიოდ განაცხადეს, რომ რუსეთის მიერ ყირიმის, შავი ზღვისა და აზოვის ზღვის მილიტარიზაცია უკრაინის დამოუკიდებლობისთვის საფრთხეს წარმოადგენს და ძირს უთხრის სტაბილურობას რეგიონში“, - განაცხადა ნატო-ს ოფიციალურმა წარმომადგენელმა. რუსეთის მიერ უკრაინული გემებისთვის ცეცხლის გახსნის ფაქტს ევროკავშირიც გამოეხმაურა. ევრო გაერთიანება რუსეთს მოუწოდებს, რომ ქერჩის სრუტეში უკრაინული გემების თავისუფალი გადაადგილება უზრუნველყოს. "ვითარება აზოვის ზღვაში და ქერჩის სრუტეში უფრო მეტად დაიძაბა. ველოდებით, რომ რუსეთი ქერჩის სრუტეში თავისუფალ გადაადგილებას აღადგენს. ვურჩევთ ყველას, იმოქმედონ მაქსიმალური თავშეკავებით, რომ სიტუაციის დაუყოვნებლივი დეესკალაცია მოხდეს“, - ნათქვამია ევროკავშირის განცხადებაში. ოფიციალური ბრიუსელი მიიჩნევს, რომ დღევანდელმა მოვლენებმა აზოვის ზღვაში ცხადჰყო, არასტაბილურობა და დაძაბულობა გაიზრდება, თუ საერთაშორისო სამართლის კანონებს არ დაიცავენ. "ევროკავშირი არ აღიარებს ყირიმის ნახევარკუნძულის რუსეთისადმი უკანონო მიერთებას და ეს არც მომავალში მოხდება", - აცხადებენ ევროდიპლომატები. შეგახსენებთ, რომ ქერჩის სრუტეში რუსმა სამხედროებმა უკრაინის სამ სამხედრო კატერს ცეცხლი გაუხსნეს და ხომალდები დაატყვევეს. კიევის ცნობით დაჭრილია ექვსი უკრაინელი სამხედრო. კიევი აცხადებს, რომ ორი ბრონირებული კატერი და ბუქსირი ოდესიდან მარიუპოლში მიცურავდნენ, რის შესახებაც რუსები ინფორმირებული იყვნენ. მოსკოვის მტკიცებით კი, უკრაინელებმა საზღვარი დაარღვიეს. მოგვიანებით, უკრაინის ფლოტის პრეს-ცენტრმა განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ბრონირებული საარტილერიო კატერებს - „ბერდიანსკსა" და „ნიკოპოლს", ასევე სარეიდო ბუქსირ "იანი-კაპუს" რუსეთმა ცეცხლი გაუხსნა და დაატყვევა.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)