|
2018-11-24 15:31:10, 1365 ნახვა
კომენტარი
მეზვრიშვილი - მოვუწოდებთ ყველას, ვინც შესაძლო დანაშაულთან დაკავშირებით ინფორმაციას ფლობს, დაუყოვნებლივ მიმართონ პოლიციას
„ნებისმიერი სამართალდამრღვევის მიმართ, განურჩევლად მათი პოლიტიკური კუთვნილებისა, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები“, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა. მან მოქალაქეებს მოუწოდა, ვინც შესაძლო დანაშაულთან დაკავშირებით ინფორმაციას ფლობს,, პოლიციის ინფორმირება დაუყოვნებლივ მოახდინონ. „შინაგან საქმეთა სამინისტრო არის პოლიტიკურად ნეიტრალური უწყება, რომლის უმთავრესი ამოცანაა დაიცვას საზოგადოებრივი წესრიგი და უზრუნველყოს არჩევნების უსაფრთხო გარემოში ჩატარება. ამ მიზნით, ნებისმიერი სამართალდამრღვევის მიმართ, განურჩევლად მათი პოლიტიკური კუთვნილებისა, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები. არც ერთი დანაშაულებრივი ქმედება არ დარჩება დაუსჯელი. არჩევნების გამოცხადების დღიდან ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებთან, რომლებსაც პერიოდულად ვაწვდით ინფორმაციას დანაშაულის ფაქტებზე პოლიციის რეაგირების შესახებ. მზად ვართ ნებისმიერ ადგილობრივ თუ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციას მივაწოდოთ ინფორმაცია გაწეული სამუშაოს შესახებ. ამასთან, მოვუწოდებთ ყველა პირს და ორგანიზაციას, ვინც შესაძლო დანაშაულთან დაკავშირებით ფლობს ინფორმაციას, მოახდინონ პოლიციის ინფორმირება დაუყოვნებლივ იმისთვის, რომ სამართალდამცავების მიერ თითოეული ფაქტის გადამოწმება და სათანადო რეაგირება არჩევნების დღემდე განხორციელდეს“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)