|
2018-11-23 01:10:44, 1338 ნახვა
კომენტარი
ირაკლი კობახიძე - სააკაშვილი, ვაშაძე, შკლიაროვი პირდაპირ საუბრობენ იმაზე, რომ ისინი აპირებენ რევოლუციას მეორე ტურის შემდეგ
„სააკაშვილი, ვაშაძე, შკლიაროვი პირდაპირ საუბრობენ იმაზე, რომ ისინი აპირებენ რევოლუციას მეორე ტურის შემდეგ. ისინი გვიანონსებენ რევოლუციას საკუთარი პირით და საკუთარი სიტყვებით, ფარული მოსმენა არ არის საჭირო“ - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. „მე მაქვს მოსმენების საფუძველზე ასეთი ინფორმაცია, რუსთავი 2-ს ვუსმენ ხოლმე და პირდაპირ საუბრობენ სააკაშვილი, ვაშაძე, შკლიაროვი იმაზე, რომ ისინი აპირებენ რევოლუციას მეორე ტურის შემდეგ. „იმედზეც“ ისმის იგივე, ისინიც აჩვენებენ შკლიაროვს და სააკაშვილს და ვაშაძეს და გვარამიას, ისინი პირდაპირ საუბრობენ რევოლუციაზე“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მათ ამ თემაზე საუბარს განსაკუთრებით ბოლო დროს მოუხშირეს, რადგან გაუჩნდათ იმის განცდა, რომ მათთვის ვითარება რთულია. „ჩვენ ვიცით, ჩვენ რა „ღირებულებებზე“ არის აგებული ზოგადად ეს პოლიტიკური ძალა,ეს არის პოლიტიკური ძალა,რომელსაც არ შეუძლია აგრესიის და ძალადობის გარეშე, მათ ექნებათ მცდელობა, თუმცა ჩვენ ვართ პასუხისმგებელი იმაზე, რომ ეს მცდელობა იყოს წარუმატებელი და ეს ასეც იქნება“ - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)