|
2018-11-22 16:03:16, 1149 ნახვა
კომენტარი
დიმიტრი ხუნდაძე: „ნაცმოძრაობა“ წაგებული პოზიციიდან მოქმედებს და ყველაფერზეა წამსვლელი, ეს ხალხმა უნდა იცოდეს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე არჩევნების მეორე ტურის წინ სიტუაციას აფასებს და აცხადებს, რომ საზოგადოებამ მოსალოდნელი საფრთხეები კარგად უნდა გაიაზროს. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ წაგებული პოზიციიდან მოქმედებს და „ყველაფერზეა წამსვლელი“. „რაც უფრო მცირე დრო რჩება მეორე ტურამდე, მით უფრო აგრესიული ხდება ნაციონალური მოძრაობა. იმდენად არიან წაგებაში დარწმუნებულები, რომ მათ სატელიტ არასამთავრობო ორგანიაციებს უკვე ჭორებით ალაპარაკებენ. ფაქტია, არჩევნების შემდეგ მათი მცდელობა სიტუაციის არევის, რეალურია და ეს უნდა იცოდეს ხალხმა. დესტაბილიაცია უპირველეს ყოვლისა, ნეგატიურად აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე და მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობაზე, რაც მთავარია, ტურიზმზე. ამიტომ აუცილებელია არა მარტო გამარჯვება, არამედ დამაჯერებლი გამარჯვება. ქართველმა ხალხმა მსოფლიოს კიდევ ერთხელ უნდა გააგონოს თავისი ხმა - არა სისხლიან რეჟიმს! დღეს საზოგადოება ბევრად უფრო აქტიურია, ვიდრე თუნდაც მმართველი პარტია. დღეს სწორედ ისინი განსაზღვრავენ ქვეყნის ბედს. 28 ნოემბერს მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილება იქნება ცუდი წარსულის საბოლოო დასასრული და კიდევ ერთი შანსის მიცემა დღევანდელი ხელისუფლებისთვის“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
(NS)
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)