|
2018-11-21 19:41:18, 1351 ნახვა
კომენტარი
პრემიერი: მოქალაქეს უნდა ჰქონდეს განცდა, რომ ვიზალიბერალიზაციით, მაქსიმალური პასუხისმგებლობით ისარგებლოს
"დღევანდელი დღე ადასტურებს იმას, რომ საქართველო არის ყველაზე წარმატებული ქვეყანა ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე, მაგრამ რა თქმა უნდა, ჩვენს თითოეულ მოქალაქეს უნდა ჰქონდეს იმის განცდა, რომ ჩვენ ამ სიკეთით, როგორიც არის ვიზალიბერალიზაცია, უნდა ვისარგებლოთ მაქსიმალური პასუხისმგებლობის გრძნობით", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ქართველ ჟურნალისტებს ბრიუსელში, ვიზალიბერალიზაციის პროცესის კითხვის ნიშნის ქვეშ შესაძლო დადგომის კომენტირებისას განუცხადა. პრემიერმა აღნიშნა, რომ ვიზალიბერალიზაციის ამოქმედების დღიდან აქტიური მუშაობა მიმდინარეობს ევროპელ პარტნიორებთან, რათა რისკები მაქსიმალურად შემცირდეს და ცალკეულმა მოქალაქეებმა უპასუხისმგებლოდ არ ისარგებლონ ამ მართლაც ისტორიული გადაწყვეტილებით. "ზოგადი ტრენდი ბევრ სახელმწიფოში ნეგატიურია. თანდათან სულ უფრო მეტი ევროპული სახელმწიფო აღიარებს საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად, რაც ამ პრობლემის სისტემურად გადაწყეტის წინაპირობაა. შესაბამისი ორგანოები ყოვედღიურ რეჟიმში აქტიურად მუშაობენ. ეს არის პროცესი. თავიდან იყო ადამიანების გაზრდილი რაოდენობა, დღეს უკვე ჩვენ გვაქვს შემცირებული რაოდენობა ბევრ ქვეყანაში, მაგრამ შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ვიზალიბერალიზაციის გაგრძელებასთან დაკავშირებით რისკი არსებობს", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ხელისუფლებას რუსოფობიის თავიდან აცილებისკენ მოუწოდა
რუსეთი საქართველოსა და მოლდოვას ოკუპირებული რეგიონებისთვის მოქალაქეობის მინიჭების საფასურს ცხრაჯერ შეამცირებს
ზახაროვა: დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ინიციატივა საქართველოდან უნდა მოდიოდეს
ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)