|
2018-11-21 19:10:06, 1322 ნახვა
კომენტარი
ციხელაშვილი: ოკუპანტი ქვეყნის კულტურის სამინისტრო რომ აქტიურობს, გასაკვირი არ არის
„თუკი ვინმე ვერ შემოვიდა საქართველოს ტერიტორიაზე, ამისთვის იქნება კანონიერი საფუძველი,“- ასე გამოეხმაურა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი რუსეთის 3 მოქალაქის საქართველოში არ შეშვების საკითხს. ციხელაშვილისთვის გასაკვირი არ არის, რომ "ოკუპანტი ქვეყნის კულტურის სამინისტრო, საქართველოში გარკვეული აქტივობების მართვას ცდილობს". „ოკუპანტი ქვეყნის კულტურის სამინისტრო რომ რაღაცებს აქტიურობს, გასაკვირი არ არის. ჩემთვის საერთოდ უცნობი და გაუგებარია, რა პაემანზეა საუბარი რუსეთთან. რაც შეეხება პირების არშემოშვების ფაქტს, მე მაქვს სრული ნდობა ჩვენი სამართალდამცავი ორგანოების, რომ ისინი კანონის ჩარჩოში მოქმედებენ, შესაბამისად, თუკი ვინმე ვერ შემოვიდა საქართველოს ტერიტორიაზე, ამისთვის იქნება კანონიერი საფუძველი. რაც შეეხება რუსეთის სხვა მოქალაქეებს, მილიონ-ნახევარი ტურისტი ჩამოდის წლის განმავლობაში და არავის პრობლემა არ ექმნება. თუ კანონდარღვევაა, მაშინ სამართალდამცავი ორგანოები ყოველთვის კანონის შესაბამისად იმოქმედებენ“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა. ცნობისთვის, რუსეთის 3 მოქალაქე, რომლებიც თბილისში „სპუტნიკის“ მიერ მხარდაჭერილ კინოფესტივალზე დასასწრებად ჩამოვიდნენ, ქვეყანაში არ შემოუშვეს. შს მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, მათ მიერ ოკუპაციის შესახებ კანონი იყო დარღვეული.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ხელისუფლებას რუსოფობიის თავიდან აცილებისკენ მოუწოდა
რუსეთი საქართველოსა და მოლდოვას ოკუპირებული რეგიონებისთვის მოქალაქეობის მინიჭების საფასურს ცხრაჯერ შეამცირებს
ზახაროვა: დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ინიციატივა საქართველოდან უნდა მოდიოდეს
ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)