|
2018-11-15 15:13:38, 1631 ნახვა
კომენტარი
ლევან კობერიძე: დარწმუნებული ვარ ჩვენი მოქალაქეები მეორე ტურში პრინციპულ არჩევანს გააკეთებენ
„არჩევნების თარიღი დანიშნულია კანონმდებლობის შესაბამისად. თუკი ემიგრანტებისთვის რაიმე უხერხულობა იქმნება, გადაწყვეტილება მიღებულია, რომ ხმის მიცემის პროცედურა საარჩევნო უბნებზე ღამის 12 საათამდე გაგრძელდეს, რაც დარწმუნებული ვარ ამ უხერხულობას მოხსნის“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან კობერიძემ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ეს გადაწყვეტილება არის მაქსიმუმი, რისი გაკეთებაც საკანონმდებლო ბაზიდან გამომდინარე შეიძლება. „რაც შეეხევა თემისგან აჟიოტაჟის შექმნას მახსოვს, რომ წინა წლებშიც არჩევნები ინიშნებოდა ჩვეულებრივად არა უქმე დღეებში და თითქოს ამას ისეთი აჟიოტაჟი არ მოყოლია. ახლა რატომ ხდება ყველა საკითხი ასეთი განხილვის, მსჯელობისა და ბრალდების საგანი, სიმართლე გითხრათ ვერ ვხვდები. ყველას ეძლევა ხმის მიცემის საშუალება და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მოქალაქეები , რომლებიც საკმაოდ აქტიურები არიან, საკმაოდ აქტიურია ეს წინასაარჩევნო პროცესი, მეორე ტურში ყველა თავის პრინციპულ არჩევნას გააკეთებს. ჩვენ არ გავყოფთ საკუთრივ ჩვენს და არა ჩვენს ამომრჩეველს. ყველა ამომრჩევლისთვის ვცდილობთ, რომ შეიქმნას თანაბარი და ხელსაყრელი პირობები. მეორეს მხრივ, ხმის მიცემა არის მოქალაქეობრივი ვალდებულება, მართალია კანონმდებლობით არ არის ეს ვალდებულება განსაზღვრული, როგორც ბევრ სხვა ქვეყანაში, მაგრამ ჩვენ ყველას გაგვაჩნია საკუთარი მოქალაქეობრივი შეგრძნება და გამომდინარე აქედან დარწმუნებული ვარ, რომ არჩევნების მეორე ტურში ძალიან მაღალი აქტივობა იქნება“, - აცხადებენ კობერიძე.
(NS)
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ხელისუფლებას რუსოფობიის თავიდან აცილებისკენ მოუწოდა
რუსეთი საქართველოსა და მოლდოვას ოკუპირებული რეგიონებისთვის მოქალაქეობის მინიჭების საფასურს ცხრაჯერ შეამცირებს
ზახაროვა: დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ინიციატივა საქართველოდან უნდა მოდიოდეს
ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)