13:38 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-14 21:02:31, 2588 ნახვა

სამხედრო
სამხედრო მოსამსახურე საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს

საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურე საკუთარ საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვნეს.

ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.

„საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს სქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის რადიოკავშირების ცალკეული ასეულის მე-2 სარეტრანსლაციო ჯგუფის რადიოოპერატორის, 1989 წელს დაბადებულ რიგით ლ.ბ.-ს გარდაცვალების გამო. საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურე ლ.ბ. მიმდინარე წლის 14 ნოემბერს დათხოვნაში ყოფნის დროს საკუთარ საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვნეს. გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს, ხონის რაიონულმა სამმართველომ სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. დაკრძალვის ხარჯებს თავდაცვის სამინისტრო დაფარავს“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics