|
2018-11-14 18:00:50, 1928 ნახვა
კომენტარი
მდინარაძე - „ნაცმოძრაობა“ და მისი ტელევიზია ყველა ეთიკურ სტანდარტს არღვევს
„როგორც ყველა ვხედავთ, ნაციონალური მოძრაობა და მისი პარტიული ტელევიზია ყველა ეთიკურ სტანდარტს არღვევს საკუთარი საარჩევნო შედეგის გასაუმჯობესებლად“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფიში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, გარდა ეთიკისა, ისინი არც კანონმდებლობის უხეშ დარღვევას ერიდებიან“. „არჩევნების პირველი ტური რუსთავი 2-ის მიერ განხორციელებული რუსული ტოტალური პროპაგანდის სტილში, ფონზე წარიმართა. შეგახსენებთ, რომ მან პროპაგანდა არც მას შემდეგ შეწყვიტა, რაც უკვე არჩევნების დღე დადგა, საუბარია არჩევნების ღამეზე, 12 საათის შემდეგ, რაც საარჩევნო კოდექსის ნორმების უხეში დარღვევაა“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. როგორც მამუკა მდინარაძემ განაცხადა, სურათი არ შეცვლილა არც პირველი ტურის შემდეგ. „გრძელდება რუსული სტილის ტოტალური პროპაგანდა. მიუხედავად იმისა, რომ არჩევნების მეორე ტური ჯერ დანიშნული არ არის, რუსთავი 2-მა საარჩევნო კოდექსის უხეში დარღვევით, უკვე რამდენიმე დღეა განათავსა ნაცმოძრაობის ფასიანი და უფასო სარეკლამო რგოლები თავის ეთერში. მოვუწოდებთ ნაციონალური მოძრაობის ტელევიზიას, რუსთავი 2-ს, ფორმალურად მაინც მოირგოს ტელევიზიის როლი და დაიცვას კანონის მოთხოვნები.ჩვენ მივმართავთ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს და მოვუწოდებთ მათ რეაგირებისკენ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევაზე“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
(NS)
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ხელისუფლებას რუსოფობიის თავიდან აცილებისკენ მოუწოდა
რუსეთი საქართველოსა და მოლდოვას ოკუპირებული რეგიონებისთვის მოქალაქეობის მინიჭების საფასურს ცხრაჯერ შეამცირებს
ზახაროვა: დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ინიციატივა საქართველოდან უნდა მოდიოდეს
ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)