|
2018-11-14 15:48:21, 1592 ნახვა
კომენტარი
კალაძე Edison Research-ის კვლევაზე: 28 ნოემბერს განსხვავებული რეალობა აღმოჩნდება
„Edison Research-ის კვლევით ზურაბიშვილი საერთოდ მესამე ადგილზე იყო, თუმცა რეალობა განსხვავებული აღმოჩნდა, 28 ნოემბერს განსხვავებული რეალობა აღმოჩნდება“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განცხადა. თბილისის მერი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დაკვეთით, Edison Research-ის კვლევას გამოეხმაურა და ორგანიზაციის კვლევებს უნდობობა გამოუცხადა. ამასთან, ცენტრალურ საარჩევნო კომისიამდე არჩევნების თარიღიც დაასახელა. „გაკეთებული იყო მიზანმიმართულად, რომ რეზოლუცია რომელიც გუშინ იქნა გაჟღერებული ევროპარლამენტში, ეს გადაეფარათ, თუმცა რამდენად გამოუვათ, ეს არ ვიცი. კვლევებს რაც შეეხება, ეს არის ჩვეულებრივი სიცრუე, საზოგადოების აზრზე მანიპულირება. ჩვენ თუ გადავხედავთ, ყველა წლების განმავლობაში, თუ როგორ ცხადდებოდა კვლევები, რა შედეგებს გვეუბნებოდნენ და აწვდიდნენ მოსახლეობას და რა შედეგებს ვიღებდით არჩევნების შემდეგ. იყო კვლევა გამოქვეყნებული თქვენს მიერ, ამ კომპანიის მიერ, რომ სალომე ზურაბიშვილი საერთოდ მესამე ადგილზე იყო, თუმცა რეალობა განსხვავებული აღმოჩნდა, 28 ნოემბერს განსხვავებული რეალობა აღმოჩნდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ხელისუფლებას რუსოფობიის თავიდან აცილებისკენ მოუწოდა
რუსეთი საქართველოსა და მოლდოვას ოკუპირებული რეგიონებისთვის მოქალაქეობის მინიჭების საფასურს ცხრაჯერ შეამცირებს
ზახაროვა: დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ინიციატივა საქართველოდან უნდა მოდიოდეს
ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)