|
2018-11-14 13:59:37, 1812 ნახვა
კომენტარი
გოცირიძე - 4 წელიწადში პენსია 30 ლარით გაიზარდა, ამ ფასად „ოცნების“ საყვარელ „ასავალ-დასავალს” თუ იყიდი
"მომავალში 147 დოლარის ოდენობის პენსიაზე ოცნებაც კი არ გაბედოთ, აბსურდიაო, ამას ეუბნებიან ახლა ხალხს", - ამის შესახებ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა. საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატმა მმართველი გუნდი გააკრტიკა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება პენსიის ზრდასთან დაკავშირებით დემაგოგიურ განცხადებებს აკეთებს. "პარლამენტში ბიუჯეტის განხილვილას ხელისუფლება აკეთებს დემაგოგიურ განცხადებებს, თითქოს ხალხს ვატყუებთ 400 ლარიანი პენსიის შესახებ. არ ამბობენ იმას, რომ ჩვენი მიდგომა ითვალისწინებს ეტაპობრივ ზრდას. რაც შეეხება ხელისუფლების პირდაპირ დანაშაულს პენსიონერთა წინაშე: 2013 წელს , წინა ხელისუფლების მიერ დატოვებული ბიუჯეტით პენსია გაიზარდა 30 ლარით. ამის შემდეგ ხდებოდა ამ ადამიანების დაცინვა: 2014-2018 წლებში პენსია გაიზარდა მხოლოდ 30 ლარით, ანუ 6 ლარით საშუალოდ წელიწადში. ამ ფასად ”ოცნების” საყვარელი ორი ცალი ”ასავალ-დასავალის”ყიდვა თუ არის შესაძლებელი. მომავალში 147 დოლარის ოდენობის პენსიაზე ოცნებაც კი არ გაბედოთ, აბსურდიაო, ამას ეუბნებიან ახლა ხალხს. არა, ეს ხელისუფლება არ არის ”ქართული ოცნება”, ეს არის რუსული ოცნება ღატაკი და სუსტი საქართველოს შესახებ. ვერ აუხდებათ!", - წერს გოცირიძე.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ხელისუფლებას რუსოფობიის თავიდან აცილებისკენ მოუწოდა
რუსეთი საქართველოსა და მოლდოვას ოკუპირებული რეგიონებისთვის მოქალაქეობის მინიჭების საფასურს ცხრაჯერ შეამცირებს
ზახაროვა: დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ინიციატივა საქართველოდან უნდა მოდიოდეს
ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)