|
2018-11-14 12:16:58, 1702 ნახვა
კომენტარი
ზვიად აბაშიძე: ამ არჩევნებზე საკუთარ მოვალეობებს ყველაზე უკეთ თავი ცესკო-მ გაართვა
ანალიტიკოს ზვიად აბაშიძეს მიაჩნია, რომ ოპოზიციური ძალებისთვის ეს არჩევნები მომდევნო სააპარლამენტო არჩევნებში წარმატების მიღწევის გენერალურ რეპეტიციად იქცა, ხოლო მმართველი გუნდისთვის, საკუთარი ლეგიტიმურობის დამტკიცების ერთგვარ ტესტად. აბაშიძის თქმით, დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისით, ამგვარი მძაფრი კონკურენცია მისასალმებელია, თუმცა სამწუხაროა, როცა საარჩევნო კამპანია მონაწილე სუბიექტების მხრიდან აგრესიისა და ერთმანეთის შეურაცხყოფების ფონზე მიმდინარეობს. „არაერთმა უცხოელმა დამკვირვებელმა და დიპლომატმა აღნიშნა მხარეების მხრიდან გამოვლენილი პიროვნული შეურაცხყოფებისა და კამპანიის ამ ფონზე ჩატარების ტენდენციის შესახებ. უნდა ითქვას, რომ ყველაზე დიდი აგრესია სალომე ზურაბიშვილის მიმართ არის მიმართული. ამ მხრივ ვითარება არც მეორე ტურის წინ შეცვლილა. ამ ყველაფერს კი, საარჩევო კამპანიების ჩატარების რუსული ტრადიციის სუნი ასდის, რაც მოწინააღმდეგე კანდიდატის სრულ პიროვნულ დისკრედიტაციას ისახავს მიზნად. შესაბამისად, ჩვენს საარჩევნო კამპანიებში, 90-იანი წლების მსგავსად, პიარის რუსული სკოლის წარმომადგენლების ჩარევა კარგს არაფერს მოგვიტანს“ - განაცხადა ზვიად აბაშიძემ. ანალიტიკოსის თქმით, ამგვარად პოლარიზებული არჩევნების ფონზე, საკუთარ მოვალეობებს თავი ყველაზე უკეთ ცესკომ გაართვა და ხარვეზების მიუხედავად, არჩვენების დემოკრატიულად ჩატარება მოახერხა. აბაშიძის თქმით, ცეესკო იყო ნეიტრალური და დაინტერესებული მხარის იმიჯი არ შეუქმნია, რაც წინ გადადგმული ნაბიჯია ჩვენი დემოკრატიისთვის.
(NS)
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ხელისუფლებას რუსოფობიის თავიდან აცილებისკენ მოუწოდა
რუსეთი საქართველოსა და მოლდოვას ოკუპირებული რეგიონებისთვის მოქალაქეობის მინიჭების საფასურს ცხრაჯერ შეამცირებს
ზახაროვა: დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ინიციატივა საქართველოდან უნდა მოდიოდეს
ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)