|
2018-11-13 14:00:56, 3762 ნახვა
მსოფლიო
უკრაინაში საქართველოს მოქალაქე დააკავეს, რომელიც საკუთარ საწარმოში ადამიანებს ანაზღაურების გარეშე ამუშავებდა [ვიდეო]
უკრაინაში დანაშაულებრივი ჯგუფის 13 წევრი დააკავეს, რომლებიც ხალხის ექსპლუატაციით იყვნენ დაკავებული, - ამის შესახებ Strana.ua უკრაინულ პოლიციაზე დაყრდნობით იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, დანაშაულებრივი ჯგუფი უკრაინის მთელ ტერიტორიაზე მოქმედებდა. სამართალდამცველები აცხადებენ, რომ ჯგუფს ცოლ-ქმარი ხელმძღვანელობდნენ. მამაკაცი საქართველოს მოქალაქეა, ხოლო მისი მეუღლე უკრაინელია. პოლიციის თქმით, ისინი 38 წლის არიან. მედიის ცნობით, მათ ოდესის ოლქში სოფლის მეურნეობის საწარმო შექმნეს, სადაც ასობით ადამიანი წლების განმავლობაში ანაზღაურების გარეშე მუშაობდა. სამსახურში ძირითადად სოციალურად დაუცველი ხალხის აყვანა ხდებოდა, რომლებსაც ხშირ შემთხვევაში ქუჩებსა და ვაგზლებზე პოულობდნენ. მათ სტაბილურ ხელფასს, საცხოვრებელსა და კვებას ჰპირდებოდნენ. იმ ადამიანებს ვისაც ხსენებულ სამსახურზე ითანხმებდნენ, ართმევდნენ ტელეფონებს და საბუთებს, ხოლო ვინც წინააღმდეგობას უწევდა, სცემდნენ. დანაშაულებრივმა ჯგუფმა სულ 100-ზე მეტი ადამიანი მოატყუა. სპეცოპერაციის დროს სამარტალდამცველებმა 94 ადამიანი გადაარჩინეს. ჩხრეკის დროს სამართალდამცველებმა ამოიღეს იარაღი, ავტომობილები და ერთი მილიონი გრივნა.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)