|
2018-11-07 20:14:18, 665 ნახვა
რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ქობულეთში მცხოვრებ ვეტერანებს შეხვდა
დღეს, აჭარის ჯანდაცვის მინისტრი - ზაალ მიქელაძე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერი - მირიან ქათამაძე, ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში - კობა ნაკაიძე, აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს დეპუტატი - გიორგი რომანაძე და სსიპ - ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის აჭარის ა/რ სამმართველოს უფროსი - შოთა ყიფიანი ქობულეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ვეტერანებს შეხვდნენ. შეხვედრაზე მთავრობის წარმომადგენლებმა ისაუბრეს პროგრამებზე, რომლებიც ვეტერანებისთვის ხორციელდება. ყურადღება გაამახვილეს 2019 წლის ბიუჯეტში გასათვალისწინებელ საკითხებზეც და მოისმინეს ვეტერანების მოსაზრებები. ვეტერანებმა ძირითადი აქცენტი გააკეთეს მედიკამენტებით უზრუნველყოფის საკითხებზე, საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობის შეღავათებზე, სოციალურ დახმარებებსა და გაზიფიცირების პროგრამის ამოქმედებაზე. ↘️ ომის ვეტერანები, ტერიტორიული მთლიანობისათვის ომში მონაწილეები და ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები, აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სხვადასხვა პროგრამების ბენეფიციარები არიან. მათ შეუძლიათ ისარგებლონ შემდეგი პროგრამებით: ✔ „გულის ქირურგიის დამატებითი სამედიცინო მომახურება“ ✔„ინდივიდუალური სამედიცინო დახმარება“ ✔ „მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკური კვლევა“ ✔ „სახსრების ენდოპროთეზირება“ ✔ "ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულ პაციენტთა დამატებითი სამედიცინო მომსახურება" ✔ "მოზრდილი მოსახლეობის სამედიცინო რეაბილიტაცია" ✔ "მოსახლეობის საზღვარგარეთ მკურნალობის თანადაფინანსება" ✔ „2008 წლის რუსული აგრესიის დროს დაღუპულ, დაზიანების შედეგად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და 2012 წელს ავღანეთში დაღუპულ მეომართა ოჯახების დახმარება“ ✔️ "სმენადაქვეითებულ მოქალაქეთა სმენის აპარატებით უზრუნველყოფა" ✔ "შშმ პირთა და ხანდაზმულთა გადაადგილების საშუალებებით უზრუნველყოფა" ✔ "შშმ და ხანდაზმულ პირთა სხვა დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფა"
(NS)
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)