|
2018-11-05 20:13:29, 1843 ნახვა
კომენტარი
პრემიერი კანაფის კულტივაციაზე - საზოგადოებრივი მოსაზრება იყო კანონპროექტი გაწვეულიყო, ასეც მოვიქეცით
"ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ჩვენი პოლიტიკური გუნდი არასოდეს მიიღებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ისე, თუ ეს არ იქნება ქართულ საზოგადოებასთან ძალიან ფართო კონსენსუსის შედეგი", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ კანაფის კულტივაციის შესახებ კანონპროექტის გაწვევასთან დაკავშირებით განაცხადა. ბახტაძის თქმით, გუნდმა ობიექტური გადაწყვეტილება მიიღო და კანონპროექტის გაწვევა მოხდა. "მმართველმა გუნდმა თავიდანვე განაცხადა, რომ კონსულტაციებს გაივლიდა ყველა მხარესთან, მათ შორის საპატრიარქოსთან და საზოგადოების მოსაზრებებს მოისმენდა. მოვისმინეთ კონკრეტული შეხედულებები ამ პროექტის შესახებ და მივიღეთ ძალიან ობიექტური გადწყვეტილება. სწორედ ეს გახლავთ ჩვენი ხელწერა, რომ ყველა პროექტის წინაპირობად მიგვაჩნია ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსი. საზოგადოებრივი შეხედულება და მოსაზრება იყო ის, რომ ეს კანონპროექტი უნდა გაწვეულიყო უკან და ასეც მოვიქეცით”, - აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.
საქართველოს კინოცენტრი: ლოკარნოს კინოფესტივალზე ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ არ დაგვიბლოკავს
ახალი სასკოლო ფორმების გაყიდვა საქართველოში 1 სექტემბერს დაიწყება
რუსეთი აფხაზეთის ე.წ საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტის ფეხით მოსიარულეთა მონაკვეთს გააკეთებს
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)