|
2018-11-02 17:25:25, 1146 ნახვა
კომენტარი
თალაკვაძე: როგორც ჩანს ლევან ბერძენიშვილმა და ამ პარტიის ლიდერებმა სააკაშვილის მიერ თავზე ხელის გადასმა დაიჯერეს
„როგორც ჩანს ლევან ბერძენიშვილმა და ამ პარტიის ლიდერებმა დაიჯერეს სააკაშვილის მიერ თავზე ხელის გადასმა და მათთვის ეს აღმოჩნდა უფრო მაღალი ღირებულება, ვიდრე თავისუფლება, დემოკრატია და ის პრინციპები, რისთვისაც თავის დროზე, ოპოზიციაში ყოფნის დროს „ქართული ოცნება“ და მთელი საზოგადოება დაუპირისპირდა „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის სტილს“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. მისი თქმით, საზოგადოება რესპუბლიკელების ამ გადაწყვეტილებას მეორე ტურში შეაფასებს. „ალბათ შემთხვევითი არ არის, რომ სწორედ ახლა მიიღეს „რესპუბლიკელებმა“ ეს გადაწყვეტილება. არაერთხელ იყო რესპუბლიკელებზე თავდასხმა სააკაშვილისა და მისი გუნდის, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან. საზოგადოებისთვის, ისევე როგორც ჩემთვის გაუგებარია მათი ეს პოზიცია და ვფიქრობ, ეს არ არის ამ პარტიის პრინციპული პოზიცია. არ ვფიქრობ, რომ მცირე და დაბალრეიტინგული პოლიტიკური პარტიების განცხადებები რამეს გააძლიერებს ან შეასუსტებს. რესურსების ბალანსი არ იცვლება. „ქართული ოცნებას“ სალომე ზურაბიშვილთან ერთად ექნება ბევრად მაღალი შედეგი მეორე ტურში“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)