|
2018-11-02 14:08:23, 1110 ნახვა
კომენტარი
გახარია ზუგდიდის ყოფილ მერზე - დაბრძანდებოდა ბატონი დაკითხვებზე, შეკრიბეს მტკიცებულებები და დააკავეს
შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ ზუგდიდის ყოფილი მერის, ლაშა გოგიასა და მისი მოადგილის, გია გულორდავას დაკავებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. მისი განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ ამ პირების დაკავება იმ დროს მოხდა, როცა საკმარისი მტკიცებულებათა სტანდარტი შეიკრიბა. „როგორც მოგეხსენებათ, ამ საქმეს იძიებს ანტიკორუფციული სააგენტო. მათი საქმე იყო ეს თავიდან ბოლომდე. მათ მიიღეს გადაწყვეტილება, შესაბამისად, ეს მიანიშნებს იმაზე, რომ შეკრიბეს აუცილებელი მტკიცებულებები, შექმნეს სტანდარტი და დააკავეს. მტკიცებულებების ნაწილი მანამდეც იყო, ჩვენ ერთად ვნახეთ ეს ტელევიზიებში, როგორ დაბრძანდებოდა ბატონი დაკითხვებზე, გულორდავაც და გოგიაც მათ შორის. იმისთვის, რომ ადამიანი დააკავო, სჭირდება მტკიცებულებების სტანდარტი. როგორც ჩანს, მტკიცებულებების სრული სტანდარტი იმისთვის, რომ ყოფილიყო ბრალი წარდგენილი და ეს პიროვნება დაკავებული - არ არსებობდა, როგორც კი შესაბამისმა საგამოძიებო უწყებამ შეკრიბა, ადამიანი დააკავეს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ. ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს ინფორმაციით, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ჯგუფურად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერი ლაშა გოგია და ყოფილი ვიცე-მერი გია გულორდავა დააკავეს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)