|
2018-11-02 13:56:54, 1142 ნახვა
კომენტარი
კობახიძე „ქართულ მარშს“: რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება გამორიცხულია
პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე "პატრიოტთა ალიანსის" განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც პარტია მეორე ტურის დანიშნვამდე ფართომასშტაბიან აქციას გამართავს. როგორც კობახიძემ აღნიშნა, "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში დაბრუნების შანსი არ არსებობს. "ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ფართო საზოგადოება დადგეს იმ იდეის გვერდით რასაც ჰქვია "ნაციონალური მოძრაობის" არ დაბრუნება. რა თქმა უნდა "ნაც. მოძრაობის" დაბრუნების შანსი რეალურად არ არსებობს. ამის გარანტი არის საზოგადოების განწყობა და ამას ჩვენ დავინახავთ არჩევნების მეორე ტურში", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. პარლამენტის თავმჯდომარე "ქართული მარშის" შემოთავაზებასაც გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც მარშელები პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს 2 შემთხვევაში დაუჭერენ მხარს - თუ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება და კანაფის კულტივაციის შესახებ კანონპროექტის გაწვევა მოხდება. კობახიძის თქმით, "რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება გამორიცხულია".
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)