|
2018-11-02 13:41:15, 1114 ნახვა
კომენტარი
კობახიძე: ზუგდიდის მერის დაკავება არჩევნებს არ უკავშირდება
ზუგდიდის ყოფილი მერის ლაშა გოგიას დაკავება არჩევნებთან არანაირ კავშირში არ არის, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა. ჟურნალისტები დაინტერსდნენ, ხომ არ უკავშირდება ლაშა გოგიას დაკავება, იმას, რომ მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა სამეგრელოში საკმარისი ხმები ვერ დააგროვა. "ლაშა გოგია იყო ადგილობრივი შტაბის ხელმძღვანელი და ასეთი ფუნქცია მას შეუნარჩუნდა. რაც შეეხება დაკავებას, ეს არის სამართალდამცავი ორგანოების გადასაწყვეტი და ბუნებრივია ეს არჩევნებთან არანაირ კავშირში არ არის და ვერც იქნება", - განაცხადა კობახიძემ. ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს ინფორმაციით, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ჯგუფურად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერი ლაშა გოგია და ყოფილი ვიცე-მერი გია გულორდავა დააკავეს.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)