|
2018-11-01 13:53:19, 1403 ნახვა
კომენტარი
კარლო კოპალიანი - ენზელ მკოიანს ვაშაძემ დაურეკა და ემუქრებოდა, გიორგი იყო თუ გრიგოლი არ ვიცი [ვიდეო]
„პროვოკაციაზე გამოიწვიეს კაცი და ყველას ნერვები აქვს, რა ქნას, გასცა პასუხი“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა კარლო კოპალიანმა „ქართული ოცნების“ ოფისში სხდომის დასრულების შემდეგ, ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე საუბრისას განაცხადა. როგორც კოპალიანმა აღნიშნა, საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატ ენზელ მკოიანს ოპოზიციის წარმომადგენლები ემუქრებოდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ. „ღია მუქარით გადავიდნენ დეპუტატზე, დედას გიტირებთ თუ არ მოხსნი კანდიდატს, ჩვენ ხვალ მოვალთ... ვინ არის ასეთი ვაშაძე რომ უკვე ემუქრება პარლამენტის წევრს, აქვს უფლება ? გააშუქეთ ჟურნალისტებმა, რატომ დაურეკა, როგორ დაურეკა და რა სიტყვებით ელაპარაკა მკოიანს ვაშაძე. გრიგოლი იყო თუ გიორგი იყო არ ვიცი, ვაშაძე იყო, მკოიანს კითხეთ“, - განაცხადა კარო კოპალიანმა. შეგახსენებთ, ახალქალაქში 30 ოქტომბერს გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის უფროსს, აშოტ რაისიანს და შტაბის რამდენიმე წევრს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ოპოზიციის წარმომადგენლებმა მომხდარში „ქართული ოცნების“ დეპუტატის, ენზელ მკოიანის ძმა დაადანაშაულეს. მომხდართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ხულიგნობას გულისხმობს.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)