|
2018-10-31 13:35:39, 1083 ნახვა
კომენტარი
თორნიკე რიჟვაძე: მეორე ტური არის არჩევანი თავისუფალ და ძალადობრივ საქართველოს შორის
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ მთავრობის სხდომაზე საპრეზიდენტო არჩევნები შეაფასა. რეგიონის მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა არჩევნების თავისუფალ, სამართლიან და დემოკრატიულ გარემოში ჩატარებას. თორნიკე რიჟვაძე მიიჩნევს, რომ მაქსიმალური მობილიზებითა და კომუნიკაციით „ქართული ოცნება" მეორე ტურში დამაჯერებელ გამარჯვებას მიაღწევს. „დღეს თუ არის საქართველოში დემოკრატიის მაღალი ხარისხი, ეს პირველ რიგში არის მმართველი გუნდის ''ქართული ოცნების'' დამსახურება. მინდა მადლობა გადავუხადო მოსახლეობას არჩევნებში მონაწილეობისთვის და რა თქმა უნდა, მხარდაჭერისთვის. დარწმუნებული ვარ მეორე ტურში, ჩვენ, ქართველ ხალხთან ერთად ვიზეიმებთ გამარჯვებას, რომელიც იქნება არჩევანი თავისუფალ და ევროპულ განვითარებასა და ძალადობრივ და ავტოკრატიულ რეჟიმს შორის. მჯერა, მეორე ტურში საქართველოს მოსახლეობა კიდევ უფრო მეტად იაქტიურებს და მიიღებს გადაწყვეტილებას ქვეყნის ევროპული განვითარების სასარგებლოდ. ჩვენ ერთად უნდა გავიმარჯვოთ ქვეყნის წინაშე მდგარ ყველა გამოწვევაზე" - აცხადებს აჭარის მთავრობის მეთაური.
(NS)
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)