|
2018-10-27 15:56:21, 1920 ნახვა
კომენტარი
ანრი ოხანაშვილი - როგორც ჩანს ბატონი ოქუაშვილი მიხვდა, რომ შანტაჟი ვერავის გაუვა სახელმწიფოსთან
„როგორც ჩანც ბატონი ოქუაშვილი მიხვდა და მიიღო ალბათ ერთადრერთი სწორი გადაწყვეტილება, მიხვდა იმას, რომ შანტაჟი ვერავის გაუვა სახელმწიფოსთან, აუცილებელი და სავალდებულოა ვალის გადახდა“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ანრი ოხანაშვილმა „ომეგა ჯგუფის" მიერ დავალიანების გადახდის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, „ომეგა ჯგუფის“ გადაწყვეტილება მისასალმებელია. „რადგან ომეგა ჯგუფმა მიიღო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, რომ დაიწყოს ვალის გადახდა, ამას სახელმწიფოს მხრიდან უნდა მოყვეს შემხვედრი რეაქცია, რათა ხელი შეეწყოს ტელეკომპანია „იბერიას", აღადგინოს მაუწყებლობა და ეს ყველაფერი კერძო ბიზნესინტერესს არ გადაყვეს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ნებისმიერი სამუშაო ადგილი, ჟურნალისტებისთვის საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელება“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა. ცნობისთვის, „ომეგა ჯგუფმა“ სახელმწიფო ბიუჯეტში, კომპანია ოჯთ-ს მიერ დაგროვილი ვალის მომსახურების მიზნით, 1 მილიონი ლარი ჩარიცხა. როგორც „ექსპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს, შედეგად, კომპანია ოჯთ-ს ანგარიშს ინკასო მოეხნსა. გარდა ამისა, ყადაღა მოეხსნა ოჯთ-ს საბრუნავ საშუალებებს, რათა კომპანიას წარმოების განახლების შესაძლებლობა მიეცეს.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)