|
2018-10-26 15:31:55, 2622 ნახვა
კომენტარი
მოკლული ბავშვის პედაგოგი: შორიდან გადაუღია სურათი - რომ მიდიოდა, უთვალთვალებდა ალბათ
გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ 9 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულის კუთვნილ ტელეფონში, ბავშვის ფოტოები იპოვა. ამის შესახებ ადგილობრივები საუბრობენ. მოკლული ბავშვის პედაგოგის მერი მამისცვალოვის თქმით, სავარაუდოდ, მკვლელობამდე 34 წლის მამაკაცი ბავშვს უთვალთვალებდა. „სურათები გადაუღია, აგერ ახლა მშობელი ამბობდა და ბებიაც, რომ სურათი გადაუღიაო და რათ სჭირდებოდა იმ 33 წლის კაცს ეს სურათი, რისთვის...შორიდან გადაუღია სურათი, რომ მიდიოდა, უთვალთვალებდა ალბათ, მანამდე უთვალთვალებდა“, - განაცხადა პედაგოგმა. ცნობისთვის, გუშინ გორში 9 წლის ბავშვის ცხედარი იპოვეს. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბავშვს თავზე პოლიეთილენის პარკი ჰქონდა წამოცმული. აგრეთვე გოგონას ფეხები მავთულებით ჰქონდა შეკრული. ის მდინარე ლიახის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველებმა რამდენიმე საათიანი ძებნის შემდეგ აღმოაჩინეს. ბავშვი გუშინ დღის მეორე ნახევარში დაიკარგა, რის შემდეგადაც მშობლებმა პოლიციას მიმართეს. გოგონას სასტიკი მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთი პირი, 1984 წელს დაბადებული ი.ნ. დააკავა. არაოფიციალური ინფორმაციით, დაკავებული ბავშვის საცხოვრებელი სახლის მეზობლად სარემონტო სამუშაოების აწარმოებდა.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)