02:47 - 19 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-25 19:53:32, 4959 ნახვა

მსოფლიო
ბომბის შესახებ ინფორმაციის გამო, ქუთაისი-ვარშავის რეისი ბუქარესტის აეროპორტში დაეშვა

ავიაკომპანია „WizzAir“-ის კუთვნილი თვითმფრინავი, რომელიც ქუთაისიდან პოლონეთის დედაქალაქის მიმართულებით მიფრინავდა, ბუქარესტის აეროპორტში ექსტრემალურად დაეშვა, - ამის შესახებ Digi24 იუწყება. 

მედია საშუალების ცნობით, ექსტრემალური დაშვების მიზეზი თვითმფრინავის ბორტზე ბომბის არსებობის შესახებ ინფორმაცია გახდა.

სამართალდამცველები თვითმფრინავის ბორტზე ბომბს ეძებენ, მათ შორის მგზავრების ბარგშიც. სულ ბორტზე 173 ადამიანი იმყოფებოდა. პოლიციამ მათი ევაკუაცია განახორციელა. 

მედიის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე სახანძრო და სასწრაფო სამედიცინო სამსახურის მანქანები და გამნაღმველები იმყოფებიან. აეროპორტში კრიზისული საბჭო შეიქმნა. 

Digi-24 იტყობინება, რომ ბორტზე ბომბის არსებობის შესახებ ინფორმაცია ქუთაისის აეროპორტში შევიდა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics