|
2018-10-25 15:46:14, 1427 ნახვა
კომენტარი
ზურაბიშვილი - ჩემი გამარჯვება გარდაუვალია, ველოდები ამომრჩევლებს და არა რეიტინგებს
პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი "ედისონ რისერჩის" კვლევას ეხმაურება. ზურაბიშვილის განცხადებით, ის ამომრჩევლის გადაწყვეტილებას ენდობა და დასძინა, რომ კვლევები ამისთვის არ სჭირდება. პრეზიდენტობის კანდიდატის მტკიცებით, მხოლოდ ამომრჩეველი გადაწყვეტს იქნება თუ არა მეორე ტური. როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, პირველივე ტურში მისი გამარჯვება გარდაუვალია. "მე ველოდები პირველ ტურში ამომრჩევლის გადაწყვეტილებას და არა არცერთ რეიტინგს, ამომრჩეველი იტყვის იქნება პირველი ტური ან მეორე, მე ამომრჩევლის ნდობა მაქვს. დღეს იყო საარჩევნო კამპანიის დასრულება ყველა ამომრჩეველთან ერთად. აქ იყო საზოგადოება, ჩემი უშუალო მხარდამჭერები, როგორც დამოუკიდებელი კანდიდატის და ასევე "ქართული ოცნების" მხარდამჭერები. მე მინდოდა მათთვის მადლობა გადამეხადა, იმ იმედისთვის და გამარჯვებისთვის, რომელიც გარდაუვალია და ეს იმედი შორვადიანია. საქართველო გახდება ის ქვეყანა, რომელზეც ვოცნებობთ", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)