|
2018-10-25 10:13:32, 1234 ნახვა
კომენტარი
ბახტაძე: პოლონეთის სეიმის რეზოლუცია არის დემონსტრირება, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა არ შეეგუება რუსეთის აგრესიას
პოლონეთის სეიმის რეზოლუცია არის მორიგი დემონსტრირება იმისა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა არასდროს შეეგუება რუსეთის აგრესიას", - ასეთი შეფასება მისცა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ პოლონეთის სეიმის მიერ რუსეთ-საქართველოს ომის 10 წელთან დაკავშირებით მიღებულ რეზოლუციას. როგორც მთავრობის მეთაურმა მთავრობის სხდომის წინ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, უმნიშვნელოვანესია, რომ საქართველოს აქვს პარტნიორების, მეგობრების და მთელი საერთაშორისო თანამეგობრობის მტკიცე მხარდაჭერა ამ საკითხში. „მნიშვნელოვანია, რომ სეიმის მიერ მიღებულ რეზოლუციაში ასევე დაგმობილია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში განხორციელებული ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები, მათ შორის მოსახლეობის გატაცების, მკვლელობის და წამების შემთხვევები. პოლონეთის სეიმის რეზოლუცია არის მორიგი დემონსტრირება იმისა რომ საერთაშორისო თანამეგობრობა არასდროს შეეგუება რუსეთის აგრესიას. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ჩვენს პოლონელ მეგობრებს ამ ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)