|
2018-10-24 20:11:17, 1521 ნახვა
კომენტარი
კახა კალაძე: 2012 წლის შემდეგ, მსგავსი შეურაცხმყოფელი კამპანია არ მახსოვს
„რუსთავი 2“-ის სარედაქციო პოლიტიკა დაფუძნებულია სიცრუეზე, სიძულვილზე და ამის არაერთი მაგალითი შემიძლია მოვიყვანო, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. როგორც კალაძემ აღნიშნა, მედიაპლურალიზმი და სიტყვის თავისუფლება არის მნიშვნელოვანი. მისივე შეფასებით, საქართველოში დღეს განსხვავებული აზრის გამოთქმა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, თუმცა აქვე მერმა დასძინა, რომ არსებობს გარკვეული ზღვარი და პირადი შეურაცხყოფა მიუღებელია. კალაძე მიიჩნევს, რომ პოლიტიკოსები უნდა იყვნენ მაგალითი იმისა, რომ ზღვარგადასული შეურაცხყოფა დასრულდეს და აღარ იყოს. „მერე რა, რომ საარჩევნო კამპანიაა, ყველაფერს აქვს თავისი წესი. არსებობს ჩარჩოები, რომელშიც ყველა უნდა მოვექცეთ. სამწუხაროა, რომ ამ ყველაფრის ავტორი არის „ნაციონალური მოძრაობა“. ისინი არიან ჩვეულ რეჟიმში, როგორც იყვნენ 2012 წელს. 2012 წლის შემდეგ, მსგავსი შეურაცხმყოფელი კამპანია არ მახსოვს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)