|
2018-10-24 19:58:21, 1396 ნახვა
კომენტარი
კობახიძე ივანიშვილის ინტერვიუზე: საზოგადოებამ დაინახა, თუ სად არის სიყალბე და სად არის სიმართლე
„ვფიქრობ, რომ საზოგადოებამ ზუსტად დაინახა, თუ სად არის სიყალბე და სად არის სიმართლე - ამას დაეთმო გუშინდელი გადაცემა”,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუზე საუბრისას განაცხადა. მისივე შეფასებით, სამწუხაროდ, გუშინდელი გადაცემა სამომავლო ხედვებზე საუბარს ვერ დაეთმო, თუმცა, ირაკლი კობახიძე დარწმუნებულია, რომ ბიძინა ივანიშვილს სამომავლოდ, აღნიშნულზე საუბრის საშუალება ექნება. “გუშინ იყო საუბარი იმ საკითხებზე, რომელიც შუქდება ერთი სახით და სადაც რეალობა არის მეორე. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ საკითხებთან დაკავშირებით საზოგადოებისათვის სწორი ინფორმაციის მიწოდება და მე ვფიქრობ, რომ საზოგადოებამ ზუსტად დაინახა, თუ სად არის სიყალბე და სად არის სიმართლე. ამას დაეთმო გუშინდელი გადაცემა. სამწუხაროდ, გუშინდელი გადაცემა ვერ დაეთმო სამომავლო ხედვებზე საუბარს, თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ პარტიის თავმჯდომარეს სამომავლოდ ექნება იმის საშუალება, რომ ასევე საზოგადოებას ესაუბროს სამომავლო ხედვაზე. იმაზე, თუ როგორ გვესახება ჩვენ ჩვენი ქვეყნის განვითარება”,- განუცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)