|
2018-10-24 15:15:06, 1118 ნახვა
კომენტარი
უგულავა: ვიხილეთ აღიარებითი ჩვენება, რომ სისტემის მაფიოზური მართვის და ძალადობის აისბერგის წვერი არის ივანიშვილი
"შემაშინებელი არაადეკვატურობის გარდა, ჩვენ ვიხილეთ პრაქტიკულად აღიარებითი ჩვენება, რომ სისტემის მაფიოზური მართვის და ძალადობის აისბერგის წვერი არის ბიძინა ივანიშვილი", - ასე აფასებს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ ინტერვიუს. უგულავას თქმით, ივანიშვილი კორუფციული გარიგებების ყველანაირ დეტალშია ჩართულია. „რაც ჩვენ ვიხილეთ გუშინ ეთერში, პირდაპირ შემაშინებელი არაადეკვატურობისა, ჩვენ ვიხილეთ პრაქტიკულად აღიარებითი ჩვენება, რომ მთელი ის მაფიოზური სისტემა მართვის და ძალადობის, მთავრდება და აისბერგის წევრი არის ბიძინა ივანიშვილი. ჩვენ ვიხილეთ აღიარებითი ჩვენება რომ, მთელი ის სიგარეტის საგა, რომელიც თავისთავში სასამართლო პროცესებსაც მოითხოვს, ანუ „ფილიპ მორისთან“ დავას, წაგებას, დარიცხვას - ამ სქემას, სადაც ჩხარტიშვილი მონაწილეობდა, მთლიანად ივანიშვილისგან იმართება და მისგან გამოდის", - განაცხადა უგულავამ. ჩვენ ვიხილეთ ის, რომ ეს ადამიანი ჩართულია კორუფციული გარიგებების ყველანაირ დეტალში და ამავდროულად არაფერზე, რაც სახელმწიფოს და ხალხს სჭირდება, პასუხისმგებლობას არ იღებს. ჩვენ ვნახეთ, რომ ის ჩართულია კვადრატული მეტრების ზომვაში საკუთარი ჩინოვნიკების სასახლეების და ამავდროულად არ იცის სოციალური დახმარების სისტემა როგორია დღეს ქვეყანაში ან ის, რომ მის მთავრობას მე-4 წელია უკვე პენსია არ გაუზრდია. ჩვენ ვხედავთ ძალიან შემაშინებელ მართვის სტრუქტურას, რომელსაც კავშირი არ აქვს დემოკრატიასთან, თავისუფლებასთან და ეს არის ჩვეულებრივი, მაფიოზური, „პახანური“ მმართველობა. ეს უნდა დავასრულოთ 28 ოქტომბერს“, - აცხადებს გიგი უგულავა.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)