|
2018-10-24 12:18:40, 4014 ნახვა
მსოფლიო
დღეს სომხეთის პარლამენტი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს კენჭს უყრის
დღეს სომხეთის პარლამენტში კენჭისყრის პირველი ტური გაიმართება, რათა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი აირჩიონ, - ამის შესახებ "რადიო თავისუფლება" იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ფრაქცია „ელკის“ მიერ პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ნიკოლ ფაშინიანია წარდგენილი. თუმცა, მისი კანდიდატურის დასახელება ფორმალურია, რადგან ფაშინიანი თავის პოლიტიკურ გუნდთან ერთად დაინტერესებულია, რომ ეროვნულმა კრებამ პრემიერ-მინისტრი არ აირჩიოს და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს. ფაშინიანის განმარტებით, მისი გადადგომა საჭიროა იმისათვის, რომ ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს. მისივე მტკიცებით, ვადამდელი არჩევნები სომხეთში დეკემბრის დასაწყისში გაიმართება. ფაშიანინს სურს, საპარლამენტო ფრაქციებმა პრემიერის თანამდებობაზე არც ერთი კანდიდატი არ წარადგინონ, ვინიდან, თუ კანდიდატი ზედიზედ ორჯერ არ დასახელდება, პარლამენტი ავტომატურად დათხოვნილი იქნება და ახალი არჩევნების ჩატარება გახდება საჭირო. მისივე თქმით, არჩევნები დეკემბრის თვეში ჩატარდება. შეგახსენებთ, მასშტაბური ანტისამთავრობო აქციების შემდეგ, 8 ივნისს ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის პრემიერ-მინისტრად აირჩიეს.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)