|
2018-10-23 14:48:12, 4172 ნახვა
მსოფლიო
ქერჩის კოლეჯზე თავდამსხმელის მთავარი მიზანი დირექტორის მკვლელობა იყო
ქერჩის კოლეჯზე თავდამსხმელის მთავარი მიზანი დირექტორის მკვლელობა იყო, - ამის შესახებ RENTV იუწყება. თვითმხილველების განცხადებით, თავდამსხმელი ვლადისლავ როსლიაკოვი თავიდან დირექტორის, ოლგა გრებენიკოვას კაბინეტისკენ წავიდა, თუმცა ის ვერ ნახა და სხვა კაბინეტების ძებნა დაიწყო. დაღუპულების ახლობლების მტკიცებით, მას შემდეგ რაც თავმდასხმელმა დირექტორი კოლეჯის შენობაში ვერ იპოვა, მან ცეცხლი გახსნა. მედია საშუალების ინფორმაციით, დირექტორმა შენობა ტრაგედიამდე ნახევარი საათით ადრე დატოვა. მედიის ცნობით, თუ გამოძიების შედეგად დადგინდა დირექტორის დანაშაული, მას გულგრილობისთვის ბრალს წაუყენებენ. ასეთ შემთხვევაში დირექტორს 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ამასთან, პოლიცია იმის გარკვევასაც ცდილობს, ხომ არ იყო დირექტორისთვის ცნობილი თავდამსხმელის გეგმის შესახებ. აღსანიშნავია, რომ დაღუპული მოზარდების მშობლები ამბობენ, რომ მოსწავლეებს დირექტორის მიმართ მუდამ ცუდი დამოკიდებულა ჰქონდათ, თუმცა ამის მიზეზის გარკვევას არ ცდილობდნენ.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)