18:53 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-23 09:59:49, 1266 ნახვა

კომენტარი
სალომე ზურაბიშვილი - ავიღე ვალდებულება, რომ ეროვნულ უმცირესობებთან მქონდეს სამუშაო რეჟიმში მჭიდრო კავშირი

ავიღე ვალდებულება, რომ ეროვნულ უმცირესობებთან მქონდეს სამუშაო რეჟიმში მჭიდრო კავშირი, რათა ვნახოთ რა ფორმით შეიძლება პრეზიდენტმა და მისმა ადმინისტრაციამ ხელი შეუწყოს ამ საკითხს, - ამის შესახებ პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ეეროვნულ უმცირესობებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

"შეხვედრები იყო სხვადასხვა უმცირესობასთან. კითხვები ერთი და იგივე მიმართულებით ისმება მათი მხრიდან, თუ რა შეიძლება გაკეთდეს და რაზეც მე ვგრძნობ დიდ პასუხისმგებლობას, როგორც მომავალი პრეზიდენტი. ეს არის სახელმწიფო ენის საკითხი. ყველას აქვს გაცნობიერებული ის, რომ სახელმწიფო ენა არის პირდაპირი გზა წარმატებების და ინტეგრირების. ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა სახელმწიფოსი. უფრო ჩვენი მოვალეობა და პასუხისმგებლობაა, ვიდრე იმ ადამიანების, რომლებიც ცხოვრობენ კომპაქტურად დასახლებულ სოფლებსა თუ ქალაქებში და ვერ ღებულობენ იმ სათანადო განათლებას სახელმწიფო ენაზე, რომელიც მათ მისცემს საშუალებას, რომ იყვნენ სრულიად ინტეგრირებული სახელმწიფო, კერძო სტრუქტურებში ან ისარგებლონ იმ პროგრამებით, რომელიც გვაქვს ჩვენ. ავიღე ვლდებულება, რომ ამ ჯგუფებთან მქონდეს სამუშაო რეჟიმში მჭიდრო კავშირი, რათა ჩვენ გადავწყვიტოთ და ვნახოთ, რა ფორმით შეიძლება პრეზიდენტმა და მისმა ადმინისტრაციამ ხელი შეუწყოს ამ საკითხს", - განაცხადა ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, ის ასევე დაინტერესდება, იეზიდებისთვის გვარების დაბრუნების საკითხით. "ასევე, არის იეზიდების მიერ დასმული საკითხი, რომელიც მათ გვარების დაბრუნებას ეხება და დავინტერესდები ამით", - განაცხადა ზურაბიშვილმა.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნაძალადევის გამგეობა: სკვერში მოზარდებმა ატრაქციონი დააზიანეს, დაშავდა 1 მოზარდი
ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით - მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება მალე დაიწყება
CPJ: მოვუწოდებთ ოცნებას, შეწყვიტოს ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე დავით ქაშიაშვილი დაიბარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics