|
2018-10-19 11:05:28, 3266 ნახვა
მსოფლიო
კიბერთავდასხმების გამო, ევროკავშირი რუსეთს სანქციებს დაუწესებს
ევროკავშირის ქვეყნებს რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესება სურთ, - ამის შესახებ "რადიო თავისუფლება" იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, სანქციების დაწესების საკითხი ბრიუსელში გამართულ სამიტზე განიხილეს. მედიის ცნობით, სანქციების გაფართოების მიზეზი სოლსბერიში, სკრიპალებთან დაკავშირებით მომხდარი ინციდენტი და ჰააგაში, ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის შტაბ-ბინაზე ჰაკერული თავდასხმაა. "რადიო თავისუფლება" წერს, რომ სანქციების რეჟიმი დაუყოვნებლივ არ ამოქმედდება. ევროკავშირის ქვეყნები იმუშავებენ საკანონმდებლო ჩარჩოზე. მართალია დოკუმენტში არ არის ნახსენები რუსეთი, სანქციებისკენ მოწოდება მოჰყვა მოსკოვის კიბერ აქტიურობას. ცნობისთვის, კიბერთავდასხმაში ევროკავშირის ქვეყნები რუსეთს ფედერაციას ადანაშაულებენ, თუმცა მოსკოვის ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს. ბრიუსელის სამიტზე ლიდერებმა დოკუმენტი დაამტკიცეს, სადაც წერია, რომ სოლსბერისა და ჰააგაში მოხდარი ინციდენტები კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ აუცილებელია ევროკავშირმა შიდა უსაფრთხოება გააძლიეროს.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)