15:09 - 20 Aug, 2026
|
2018-10-18 17:11:24, 1672 ნახვა
კომენტარი
ეკა ბესელია: პატარკაციშვილი იყო ძალიან საშიში სააკაშვილის რეჟიმისთვის
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ ბიზნესმენ ბადრი პატარკაშვილის მკვლელობის ფაქტს ეხმაურება. როგორც ბესელიამ განმარტა, პატარკაშვილი მაშინდელ პრეზიდენტ სააკაშვილს დიდ პრობლემებს უქმნიდა. ბესელია მიიჩნევს, რომ სწორედ ეს გახდა მისი შესაძლო ლიკვიდაციის მიზეზი. "პატარკაციშვილი იყო ერთ-ერთი ყველაზე პრინციპულად და მკვეთრად დაპირისპირებული პირი სააკაშვილის რეჟიმის და ის იყო ძალიან საშიში სააკაშვილისთვის. გამომდინარე იქიდან, რომ მას საკმაოდ დიდი მხარდაჭერა ჰქონდა, ამიტომ მის შესაძლო ლიკვიდაციის ფაქტებთან დაკავშირებით მალევე გავრცელდა ინფორმაციები, რომ აპირებდნენ პატარკაციშვილის თავიდან მოშორებას’’, - აღნიშნა ეკა ბესელიამ. ცნობისთვის, პროკურატურამ პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმე გახსნა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)