|
2018-10-18 15:51:42, 1202 ნახვა
კომენტარი
ევროკავშირის ელჩი ჩანაწერებზე: ბრალდებები რომელიც ისმის სერიოზულია და საფუძვლიან გამოძიებას მოითხოვს
საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარკ ჰარცელი "რუსთავი 2"-ის მმიერ გასაჯაროებულ ფარულ ჩანაწერებს ეხმაურება. ჰარცელის შეფასებით, აღნიშნულ ჩანაწერებზე სანდრო გამოძიება უნდა ჩატარდეს. მისივე თქმით, ქვეყანაში მიმდინარე პროცესები მოქალაქეებს ხელისუფლების მიმართ არსებულ ნდობას უკარგავს. „ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვისაც და თქვენთვისაც, რომ ჩატარდეს სანდო გამოძიება სხვადასხვა ფარულ ჩანაწერებზე, რომლებიც გავრცელდა. რადგან თუ ეს საკითხი უყურადღებოდ დარჩა, შედეგად მივიღებთ იმას, რომ მოქალაქეები პოლიტიკური ისტებლიშმენტის მიმართ რწმენას დაკარგავენ. ეს არ ნიშნავს დადგე რომელიმე მხარეს და თქვა ეს არის სიმართლე და ეს არასწორი. ეს არის სხვადასხვა რამის ნაზავი და ქმნის პოლიტიკის მიმართ ნდობის განადგურების რისკს. ეს არის პრობლემა, რომელზეც უნდა დავფიქრდეთ როგორ მივხედოთ. ბრალდებები რომელიც ისმის სერიოზულია და მოითხოვს საფუძვლიან გამოძიებას“, - განაცხადა კარლ ჰარცელიმ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)