15:52 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-18 15:31:57, 1139 ნახვა

კომენტარი
გიორგი გახარია - დეტალურად ვიცით ვინ, სად, როდის, რას გეგმავდა და რას გეგმავს

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ის ამბობს, რომ სუს-ი მისი და ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჩანაწერების გამოქვეყნებას გეგმავს.

როგორც გახარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, წარმოდგენა არ აქვს, თუ რა ჩანაწერებზე საუბრობს ნიკა გვარამია, თუმცა დეტალურად იცის ის გეგმები რაც დესტაბილიზაციის და პროვოკაციის მომზადებას ეხება.

„წარმოდგენა არა მაქვს საერთოდ რა ჩანაწერებზე საუბრობს ნიკა გვარამია, თუმცა დეტალურად ვიცი ყველა ის გეგმები, რაც იგეგმებოდა, დესტაბილიზაციის და პროვოკაციების მოსამზადებლად და გარწმუნებთ, რომ როგორც ნეიტრალური უწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთად, ეს ყველაფერი გამოვლენილი გვაქვს, დეტალურ ყველა დონეზე ვიცით, ვინ, სად, როდის და რას გეგმავდა და რას გეგმავს და ამიტომ ეს იქნება შეუძლებელი და მინდა აბსოლუტურად გულწრფელად გითხრათ, რომ ეს არჩევნები იქნება აბსოლუტურად მშვიდ და უსაფრთხო გარემოში და ამის გარანტიას იძლევა შინაგან საქმეთა სამინისტრო“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

შეგახსენებთ, ნიკა გვარამიამ გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ საგამოძიებო უწყებები გეგმავენ გაავრცელონ მასსა და ექს პრეზიდენტს შორის კომუნიკაციის ფაბრიკაცია. მან ჩანაწერის შინაარსზეც ისაუბრა და განმარტა, რომ საუბარი მასსა და მიხეილ სააკაშვილს შორის ეხება ზაზა სარალიძეს და იმ გეგმას, თუ როგორ უნდა დაეხმარონ მას აქციების ორგანიზებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დიმიტრი გუტკოვი - საქართველოს დემოკრატიული, ევროპული გზა ეს არ არის გზა რუსეთის წინაამდეგ, ეს მხოლოდ პუტინის დიქტატურის წინაამდეგ
ერდოღანს 2028 წელს მესამედ შეეძლება პრეზიდენტად კენჭისყრა
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 164-მდე გაიზარდა
კობახიძე: ჩვენთვის არავითარი ფასი არ აქვს ასეთ რეზოლუციებს, მძიმე მდგომარეობაა PACE-ში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics