|
2018-10-15 14:06:19, 3374 ნახვა
მსოფლიო
დონალდ ტრამპი: მე უკრაინას შემტევი იარაღი მივეცი, ობამამ კი, ბალიშები და საბნები გაუგზავნა [ვიდეო]
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ქვეყნის ყოფილმა ლიდერმა ბარაკ ობამამ "რუსეთს უკრაინის ნაწილი გადასცა". ამის შესახებ თეთრი სახლის ლიდერმა ტელეკომპანია CBS-ის გადაცემა "60 წუთისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. გადაცემის წამყვანმა დონალდ ტრამპს უთხრა, რომ ის რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის კრიტიკას თავს არიდებს, თუმცა ტრამპი მას შეეწინააღმდეგა და აღნიშნა, რომ ჰელსინკიში კრემლის ლიდერთან შეხვედრისას ის ძალიან მკაცრი იყო. „თქვენ არ იცით თუ რაზე ვსაუბრობდი პუტინთან შეხვედრაზე. მე მივეცი უკრაინას შემტევი იარაღი, ტანკსაწინააღმდეგო სისტემები. ობამას ეს არ გაუკეთებია. იცით, ობამამ უკრაინას რა გაუგზავნა? ბალიშები და საბნები. მან მისცა რუსეთს უკრაინის ნაწილი. მიმაჩნია, რომ მასთან ძალიან მკაცრი ვიყავი. ეს იყო რთული შეხვედრა, თუმცა კარგი“, - განაცხადა ტრამპმა. ჟურნალისტი ასევე დაინტერესდა ფიქრობს თუ არა ტრამპი, რომ პუტინი მოწამლვების უკან დგას, რაზეც თეთრი სახლის ლიდერმა ასე უპასუხა: "შესაძლოა კი, შესაძლოა. მაგრამ მსგავსი რაღაცები ჩვენს ქვეყანაში არ ხდება. ჩემთვის მსგავსი მეთოდები მიუღებელია", - დასძინა დონალდ ტრამპმა. კითხვაზე - ჰგონია თუ არა, რომ რუსეთი ჩაერია აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ტრამპმა განაცხადა, რომ "კი, ისევე როგორც ჩინეთი".
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)