|
2018-10-13 14:23:29, 2115 ნახვა
სამართალი
ყაჩაღობისთვის ბრალდებულს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ყაჩაღობისთვის ბრალდებული ვ.ა. დამნაშავედ ცნო, - ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ პროკურატურიდან აცნობეს. უწყების ცნობით, სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 22 იანვარს, ვ.ა.-მ სხვა პირთან ერთად, წინასწარი შეთანხმებით უკანონოდ შეაღწია ქ.თბილისში მ.ძ-ს საცხოვრებელ ბინაში. თავდამსხმელებმა იარაღის გამოყენებით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის მუქარით დაზარალებულს 390 ლარი გასტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. „სამართალდამცველებმა ვ.ა. 2018 წლის 29 იანვარს თბილისში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ'' და მე-3 ნაწილის ,,ბ'' ქვეპუნქტებით (ყაჩაღობა, ჩადენილი ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით) წარედგინა, ხოლო აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ვ.ა. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, -აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.
გაეროს უშიშროების საბჭო რუსეთს ჯარების გაყვანისა და ოკუპაციის დასრულებისკენ მოუწოდებს
რუსთაველის რეაბილიტაციის გამო კალაძე მოსახლეობას ორთვიანი მოთმინებისკენ მოუწოდებს
ალასკაში ჩარტერული თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი 8 პირი დაიღუპა
საწვავის დეფიციტის ფონზე ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთიდან ბენზინის პარტია შედის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)